ჩამოტვირთვა
სამი ნაბიჯი ადენამდე
ამოარქივება
ამოარქივე client.zip მოკლე მისამართის მქონე საქაღალდეში, მაგალითად C:\Games\Einhasad. პაჩი საჭირო არ არის — კლიენტი უკვე ჩვენს სერვერს უკავშირდება.
შესვლა
გაუშვი system/l2.exe და შეიყვანე ახალი ლოგინი და პაროლი — ანგარიში პირველივე შესვლისას ავტომატურად შეიქმნება. დაიმახსოვრე ისინი: პაროლს არავინ მოგთხოვს, არც GM-ები.
ჩამოტვირთვის ბმულები მალე გააქტიურდება — თვალი ადევნე Discord-ს.
კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
სერვერი უფასოა?
დიახ. თამაში სრულიად უფასოა. დონაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ ვიზუალურ ნივთებს ეხება.
რამდენ ხანს იმუშავებს სერვერი?
აინჰასადი გრძელვადიანი პროექტია და არა „ერთი სეზონის“ სერვერი. გახსნის შემდეგ ვაიპი არ იგეგმება.
რამდენი ფანჯრის გახსნა შეიძლება?
ერთ კომპიუტერზე მაქსიმუმ 2 ფანჯარა: მთავარი პერსონაჟი და ბაფერი. ბოტების გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
შემიძლია უცხოელი მეგობარი მოვიყვანო?
რა თქმა უნდა. ჩატში ვლაპარაკობთ ქართულად, ინგლისურად და რუსულად. სტუმარი ღვთის მოვლენილია.
რა ვქნა, თუ ბაგს ვიპოვი?
შეგვატყობინე Discord-ის #bug-report არხში. დადასტურებული ბაგისთვის ჯილდოს მიიღებ კოსმეტიკური მაღაზიიდან.